შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“, შემდგომში საზოგადოება ან „თელმიკო“ (ს/კ 406312690, მისამართი: ქ. თბილისი, ოთარ ჩხეიძის ქ. #10) მომხმარებელს სთავაზობს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით მომსახურების გამარტივებულ ელექტრონულ სერვისს. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების - პირადი კაბინეტის მეშვეობით თქვენ შეძლებთ დისტანციურად მიიღოთ შემდეგი მომსახურება:
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით სარგებლობის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის მიწოდების სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიღება. ნებისმიერი სხვა მიზნით პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების _ პირადი კაბინეტის მოხმარება განიხილება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევად და დამრღვევის მიმართ გატარდება პასუხისმგებლობის კანონითვე გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.
ტერმინთა განმარტება:
მიმწოდებელი - შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“;
მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიმწოდებლისაგან შეისყიდის ელექტროენერგიას;
პირადი კაბინეტის მომხმარებელი - ნებისმიერი პირი, რომელიც პირად კაბინეტში მონაცემთა რეგისტრაციის საფუძველზე გამოხატავს თანხმობას, მისაღები მომსახურების გასაწევად დამუშავდეს მონაცემები;
პერსონალური მონაცემები - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
მონაცემთა დამუშავება - მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
მონაცემთა სუბიექტი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.
პერსონალური მონაცემები, რომლებიც, პირად კაბინეტში მომხმარებლის რეგისტრაციის შედეგად მუშავდება ავტომატურად:
მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროები:
მონაცემთა დამუშავების პრინციპები:
მიმწოდებელი, მონაცემთა დამუშავებისას აღიარებს და იცავს საქართველოს კანონმდებლობით მონაცემთა დამუშავებისათვის დადგენილ ყველა პრინციპს, კერძოდ, კომპანიაში მონაცემები მუშავდება:
პირადი კაბინეტით მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები:
მონაცემთა დამუშავების მიზნები:
პირადი კაბინეტის მეშვეობით, მონაცემები მუშავდება იმისათვის, რომ მომხმარებელს გაეწიოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ან პირადი კაბინეტით მოსარგებლემ მიიღოს შესაბამისი მომსახურება.
მონაცემთა სხვა მიზნით დამუშავება:
მიმწოდებელს შემუშავებული აქვს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით პოლიტიკის დონის დოკუმენტები, რომელთა დეტალური გაცნობა შესაძლებელია საიტის - www.telmico.ge-ს მეშვეობით
მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებები:
მიმწოდებელი აღიარებს და განუხრელად იცავს მონაცემთა სუბიექტის კანონით აღიარებულ ყველა უფლებას. კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკის თანახმად, მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია:
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელს, რომელსაც მიაჩნია, რომ ირღვევა ან შეიძლება დაირღვეს მისი უფლებები მიმწოდებლის მიერ მონაცემთა დამუშავებისას კანონით გათვალისწინებულ სხვა საშუალებებთან ერთად, საკუთარი უფლებების დროული და ეფექტიანი დაცვის მიზნით, შეუძლია მიმართოს მიმწოდებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე (ელ. ფოსტა: pdpo@telmico.ge; lika.kemoklidze@telmico.ge ცხელი ხაზი: 5000777)
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიერ საჩივრის/განცხადების განხილვის წესი და ვადები დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს კომპანიის ვებგვერდზე.
პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებაზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება:
პროგრამული უზრუნველყოფის საშუალება - პირადი კაბინეტი წარმოადგენს მიმწოდებლის ინტელექტუალური საკუთრების საგანს, რის გამოც, კომპანია იტოვებს უფლებას, მოსარგებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შეცვალოს კაბინეტით სარგებლობის წესები, ვიზუალური მხარე, მართვისა და ფუნქციონირების წესი, დაამატოს ან გამოაკლოს კაბინეტით სარგებლობის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებები. ცვლილების შემთხვევაში საზოგადოება უზრუნველყოფს მომხმარებლის ინფორმირებას კაბინეტში ვიზიტისას.
პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობის მიზნით მომხმარებლისათვის გაგზავნილი ნებისმიერი უსაფრთხოების კოდი, პაროლი და ა.შ წარმოადგენს კონფიდენციალურს. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში, ამ გამჟღავნებით გამოწვეულ ნებისმიერ უარყოფით შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც გაამჟღავნა ხსენებული ინფორმაცია. მომხმარებელი ვალდებულია, კომპანიის მონაცემთა დაცვის ოფიცერს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე მიაწოდოს ინფორმაცია, თუ მისთვის ცნობილი გახდა მონაცემთა უკანონო დამუშავების ფაქტი.
მომხმარებლის მიერ პირადი კაბინეტით გამართული და შეუფერხებელი სარგებლობა დამოკიდებულია მომხმარებლის ხელთ არსებული მოწყობილობების თავსებადობაზე, ტექნიკურ გამართულობასა და ფუნქციონირებაზე, ასევე, ინტერნეტ წყაროზე. აქედან გამომდინარე, მიმწოდებელი პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ კაბინეტით სარგებლობის ფარგლებში, მიწოდებული მომსახურების დროულობაზე, გამართულობასა და ხელმისაწვდომობაზე.
საკითხები, რომლებიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული წინამდებარე სახელმძღვანელოთი, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.